უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ბაჩო ახალაია ეხმაურება, "ნაციონალური მოძრაობა" კი ხვალიდან მანიფესტაციებს აანონსებს

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ბაჩო ახალაია ეხმაურება, "ნაციონალური მოძრაობა" კი ხვალიდან მანიფესტაციებს აანონსებს

არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რიგით მერამდენე პრეზიდენტია ადამიანი, მის მიმართ თავხედური, უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გაავრცელა.

"მიუხედავად იმისა, ვინ რა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს, მე მინდა უბრალოდ ადამიანური, ჩვეულებრივი დამოკიდებულება გამოვხატო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ სააკაშვილისადმი უსინდისო მიდგომას არ იმსახურებს საქართველო! არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რიგით მერამდენე პრეზიდენტია ადამიანი, მის მიმართ თავხედური, უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა. ეს საქართველოს ღირსების საკითხია, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სიმბოლოა და ვინც ამ ღირსებას მოექცევა როგორც არარაობას, ის აუცილებლად აგებს პასუხს, იქნება ეს პოროშენკო, ლუცენკო, პუტინი თუ ივანიშვილი", - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო მოქმედების რეჟიმში გადადის და ხვალ რუსთაველის მეტროსთან მანიფესტაციის გამართავს გეგმავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას აღნიშნა.

"რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა დააკავეს საქართველოს პრეზიდენტი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება არის ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანში თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ხდება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე.

სწორედ ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობა" გადადის მოქმედების საგანგებო რეჟიმზე და აცხადებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის და მოუწოდებს ყველა საქართველოს პატრიოტს, უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ, 14:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში.

"ნაციონალური მოძრაობა" იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოს გადასარჩენას. პარტია ამ წუთიდან საგანგებო მოქმედების რეჟიმში გადადის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, დანარჩენ გეგმებთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებას პერიოდულად ჩააყენებს საქმის კურსში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."