რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? - დავით საყვარელიძის კომენტარი

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? - დავით საყვარელიძის კომენტარი

მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომლის დაჭერაც უკრაინაში შეუძლებელია - უკრაინელმა ხალხმა ის ფაქტიურად, შიშველი ხელებით გამოგლიჯა რამდენიმე ათას სპეცრაზმელს მანქანიდან და მოხსნა ხელბორკილი, - ამის შესახებ უკრაინის პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" წევრმა, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა დავით საყვარელიძემ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.

დავით საყვარელიძის განცხადებით, სისხლისღვრას არავინ აპირებს და მოგვიანებით გადაწყდება, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი საბოლოო გამარჯვების მისაღწევად.

"ახლა ვართ უკრაინის პარლამენტთან, სადაც ათასობით ადამიანი მოდის და განსაკუთრებით, სამუშაო საათების შემდეგ მოვა ხალხი. ერთად გადავწყვეტთ, რა იქნება ჩვენი სწრაფი და მტკიცე ნაბიჯები გამარჯვებისკენ.

არავინ სისხლისღვრას არ აპირებს, პროვოცირებას ახდენს მხოლოდ ხელისუფლება, რომელიც ცდილობდა პოლიტიკური მეტოქეების განადგურებას. ჩვენ ვართ ერთადერთი უალტერნატივო მოძრაობა, რომელიც აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

საყვარელიძემ უკრაინის გენერალური პროგურორის იური ლუცენკოს ბრალდებებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ "ხალხი შიშველი ხელებით ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და არავინ არ აპირებს სისხლისღვრას".

დავით საყვარელიძემ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას "ხელისუფლების აგონიური ნაბიჯი" უწოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."