კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
23:34 / 05-12-2017
გია ხუხაშვილი - ფაქტობრივად, მიშამ შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია, არ დაიჭერენ - გმირია
ფაქტობრივად, მიშამ დღეს შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია, არ დაიჭერენ - გმირია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს დაიჭერენ თუ არა, ფაქტია, რომ პოროშენკოს ხელისუფლების საქმე არის ცუდად, რადგან პრობლემები აქვთ და კორუფციის ჭაობიდან ვერ ამოდიან. გია ხუხაშვილის განცხადებით, ახლა მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, რომლის გამარჯვებულიც, ყველა შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი იქნება.

"უკრანის ხელისუფლება მოისრისება რუსეთის უკმაყოფილებისა და დასავლეთის უკმაყოფილების ფონზე. თვითონ
ხომ დასავლეთის გარეშე არაფერს წარმოადგენენ. ახლა დაიწყო საინფორმაციო ომი. ცდილობენ, სააკაშვილის წინააღმდეგ გაამაგრონ ბრალდებები, რათა უკრაინული საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მიშა მუშაობდა რუსეთზე. მეორე მხრივ, მიშაც ცდილობს - დასავლეთს სასაცილოდ არ ეყოფა, რომ თურმე სააკაშვილმა პუტინზე დაიწყო მუშაობა.

მიდის საინფორმაციო ომი და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნებს თუ ვერა საზოგადოებას, რომ მიშა თანამშრომლობდა რუსეთთან. რომც დაარწმუნონ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან მიშას მიმართ ეს ბრალდება ძნელად დასაჯერებელია. დღეს თუ ხვალ, პოროშენკოს მაინც გააგდებენ - მისი დღეები დათვლილია. ფაქტიურად, მიშამ დღეს შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია - არ დაიჭერენ - გმირია", - განაცხადა ხუხაშვილმა.
05:33 / 08-12-2017
ალექს
0
მრავალ პერსონაჟიანი სპექტაკლია ესა,ვარდებიანი!
აბა ბერია ერთი მსახიობის თეატრის რეჟისორიც იყო და აქტიორიც-პაულიუსი ძაღლიანად მოსკოვში სტალინს მიჰგვარა !
რით ვერ მიუყვანეს პუტინს მიშა ?!
არ ღებულობს პუტინი ?
15:11 / 07-12-2017
gela
2
ნებისმიერი, ვისაც სურს ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორება, სიმართლეს უმდა უსწორებდეს თვალს. სწორედ ასეთი მიუკერძოებელი ექსპერტია გია ხუხაშვილი. არა ბიჭო და რამაზ საყვარელიძე იქნება. რატომ არვინ არაფერს ამბობს შევარდნაძეზე??? 1972 წლიდან დაწყებული და მანამდეც, ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ დაშალა, დაანგრია, გარყვნა, გაათახსირა და გააჩუქა საქართველო. მისი შვილიშვილი პუტინის პირადი ჟურნალისტია და აცხადებს, რომ მას ორი სამშობლო აქვს, რუსეთი და საქართველო და ორივე თანაბრად უყვარს!!!!!!!!!!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49