რა ხდება "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე თბილისში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მართავენ

რა ხდება "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე თბილისში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მართავენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, დღევანდელი მსვლელობა ღირსების მანიფესტაციაა, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

პარტიის წარმომადგენლების თქმით, საქართველოსა და უკრაინაში ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს.

საპროტესტო აქცია-მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.

ფოტო: ნარიტა ჩხაიძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."