პეტრო პოროშენკოს პირველი განცხადება კიევის მოვლენებზე: "რაც გუშინ ქვეყანამ ნახა, შოკისმომგვრელია"

 პეტრო პოროშენკოს პირველი განცხადება კიევის მოვლენებზე: "რაც გუშინ ქვეყანამ ნახა, შოკისმომგვრელია"

"უკრაინის ხელისუფლება ღირსეულ პასუხს გასცემს უკრაინის შიგნით სიტუაციის არევის მცდელობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

"ვფიქრობდი, რომ ჩემი გაოცება რთული იყო, მაგრამ, რაც გუშინ ქვეყანამ გაიგო, ყველასათვის შოკისმომგვრელი იყო. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს ხალხის უფლებას გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი.

"ჩვენ ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაჩვენეთ. თუმცა, აქციის ორგანიზატორებს სისხლი სწყუროდათ და ძალოვნების პროვოცირებას ახდენდნენ. მეგობრებო, არმია იმისათვის არ დგას ფრონტზე, რომ მტერი ზურგს უკან მოქმედებდეს. ჩვენ ასეთ მცდელობებს პასუხს გავცემთ და მე ვგრძნობ საზოგადოების მხარდაჭერას", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."