რა თანამდებობაზე ინიშნება შალვა ხუციშვილი

რა თანამდებობაზე ინიშნება შალვა ხუციშვილი

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ხუციშვილი მუშაობას კრიზისების მართვის საბჭოში გააგრძელებს, რომელიც სამომავლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურად უნდა გადაკეთდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, შალვა ხუციშვილი გიორგი მღებრიშვილის მოადგილედ დაინიშნება.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კრიზისების მართვის საბჭოში მუშაობას უახლოეს პერიოდში შეუდგება.

შალვა ხუციშვილმა შს მინისტრის მოადგილის პოსტი, მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის შეცვლის შემდეგ დატოვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."