კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:57 / 06-12-2017
უკრაინის გენერალური პროკურორი - სააკაშვილს დავაკავებთ
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო იმედგაცრუებულია მიხეილ სააკაშვილის დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ამის შესახებ იური ლუცენკომ უკრაინის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

"ჩვენ შეგვეძლო უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ის 12 თანამშრომელი, რომელსაც გუშინ სააკაშვილი დასაკითხად გადაჰყავდა ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეები არიან, რომლებმაც ბრძოლები გაიარეს და კანონის მიხედვით ცეცხლი უნდა გაეხსნათ", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
თუმცა, იური ლუცენკომ აღნიშნა, რომ ხელისუფლება სახელმწიფოზე ფიქრობს, ხოლო

"სააკაშვილი მოტყუებული და კურჩენკოს ფულით ნაყიდი ხალხის ზურგს
უკან მიმალვით პირად კომფორტზე ფიქრობს".

"ჩვენ მომავალშიც ვიფიქრებთ სახელმწიფოზე, ზოგჯერ ჩვენ ხელთ არსებული უფლებების გამოუყენებლობით, თუმცა სააკაშვილი დაკავებული იქნება", - დასძინა მან.

"ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის შს სამინისტროს საიტზე ძებნილთა სიაში შეიყვანეს. შესაბამისი ჩანაწერი ძებნილთა ბაზაში დღეს განთავსდა.

საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ის ძებნაში 5 დეკემბერს გამოაცხადეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძებნაში უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა გამოცხადებული, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.

"სააკაშვილი ძებნაშია გამოცხადებული და ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მეორე ნაწილით და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით", - განაცხადა გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა.
შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია შემდეგი მუხლებით: დანაშაულის მცდელობა; პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით; დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.

მიხეილ სააკაშვილის ძებნას ახორციელებს ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.
10:39 / 08-12-2017
დიდი ქლიბი მაგას
0
დაიჭერთ და ვერ გაიქცევა თუ რა? ციხემდე ხომ უნდა მიიყვანოთ? თუ მიიყვანთ, ციხეს სახურავი არ ექნება?:-)
ახლა მაინც ვერ ხედავთ მეცოცხეებო, თქვენი გარეკილი რუსის საქმეს რომ აკეთებს?
09:53 / 07-12-2017
ქოც–პუტინოიდებო!!!!
4
ლუცენკომ მგონია გადაუსწრო შოთაძეს და წულუკიანს ფანტაზიორობაში!!!რადაში რომ მიხვედით და გვერდი აუარეთ მიშას დავიჯერო ვერ შეამჩნიეთ???ქოც –ტროლებო ცხელი ხაზი გაუხსნიათ,ვინც იცის მიშას ადგილსამყოფელი გვაცნობეთო ,იქნება თქვენ მაინც დაურეკოთ და აცნობოთ,ეს ხომ თქვენს ინტერესშიც შედის,თორემ დაიტანჯა მთელი უკრაინის პროკურატორა მიშას ძებნით!!!
მსგავსი სიახლეები
+VIDEO "მთელი საღამო მირეკავდნენ და მილოცავდნენ შინაპატიმრობას. კატეგორიულად არ ვიღებდი ამ მოლოცვას"
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
კიევის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია: მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია
სახლის აშენება დიდგვაროვან ალექსანდრ კოზეროვსკის უკავშირდება
"იქ არის მორიგე ექიმი, რომელიც ჩვენ გუშინ რამდენიმეჯერ გამოვიძახეთ"
LIVE|იზოლატორთან ჟურნალისტები, აქტივისტები და ძალოვნები არიან მობილიზებულნი
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49