კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:10 / 07-12-2017
რატომ უხდის პრემიერი ბოდიშს საზოგადოებას: "სადაც არ უნდა მოხდეს, მსგავსი შემთხვევა დიდი ტრაგედიაა..."
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2 მოსწავლის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა და წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია არ უხსენებია.

შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრადეგიაზე, რომელიც თბილისში დატრიალა და რომელმაც 2 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, პარალელურად კი არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მე მინდა საზოგადოებას
ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომლებიც პრინციპში ერთ პერიოდში მოხდა და არ მინდა, რომ ამან გამოწვიოს რაიმე უკმაყოფილება და გულსწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა.

მინდა, რომ განმარტება გავაკეთო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, სადაც არ უნდა მოხდეს, მსგავსი შემთხვევა არის დიდი ტრაგედია და რეაგირებას, რომელსაც სახელმწიფო მოახდენს ასეთ უბედურებასა და ასეთ ტრაგედიაზე, იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

წაიკითხეთ:

რას ჰყვება ჩხუბის დროს მოკლულ მოსწავლეზე თანაკლასელი - "ის უბრალოდ გამშველებელი იყო..."

"მწვანილების საწყობში მუშაობდა, ბანკეტისთვის აგროვებდა ფულს..." - ვინ იყო 17 წლის ბიჭი, რომელიც თანასოფლელმა მოკლა
18:49 / 07-12-2017
მართალი
2
ამდენი უთავმოყვარეო პრემიერი,მინისტრი სად იყო? ეს კრავის ქურქში გამოწყობილი მგელია,ქუმსიშვილმა-ფეისბუქზე მოქალაქეების უარყოფითი შეფასებები აზარალებს ქვეყანასო! უარყოფითი შეფასებები აქვს ქუმსიშვილო გაზრდილ ტარიფებს,ფასების ზრდას პროდუქტზე,გაიგე? საიდან მოიყვანე ეს ბღუჯა კვირიკაშვილო?
17:28 / 07-12-2017
dato
0
კაცი 0
მსგავსი სიახლეები
"თორნიკეს დედა თურქეთში მუშაობს, შვილი მკვდარი დავახვედრეთ, გათიშულია ქალი..."
ფოტოები რამდენიმე საიტმა გაავრცელა შემდეგი ტექსტით
"პედოფილს ვერასოდეს დავიცავ. ყველას დაცვა არ შემიძლია"
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი"-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა მისი ადგილსამყოფელი დაადგინოს"
"ჩვენ, მორალისტები ვართ. ოღონდ უკეთესის გაკეთებას სხვებს ვთხოვთ და თავად ნეკსაც არ ვატოკებთ"
მიმალვაში მყოფ მოსწავლეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49