გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტარის მიმართვაზე: "უმრავლესობის წევრისგან საჯარო წერილების მიწერა პრემიერისთვის, მიუღებელია"

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტარის მიმართვაზე: "უმრავლესობის წევრისგან საჯარო წერილების მიწერა პრემიერისთვის, მიუღებელია"

უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის ღია წერილს, რომლითაც დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

"უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."