"ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია..." - სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს

"ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია..." - სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გუშინ გაციების გამო, კარვების ქალაქში არ გამოჩენილა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე მხარდამჭერებს მიმართა.

"სამშაბათს მომხდარი მოვლენების გამო, ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია, მაგრამ 10 დეკემბრის მარშისთვის პირობას ვდებ, რომ თქვენს გვერდით ვიქნები! კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საოცარი მხარდაჭერისთვის! 10 დეკემბრამდე! შევჩენკოს პარკში ვიკრიბებით და მაიდანზე მივდივართ!", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ავად გახდა.

"ის მართლაც ცუდად გრძნობდა თავს, როდესაც მისი დაკავება ხდებოდა. ის სახურავზე ყოფნისას გაცივდა და როგორც ვიცი, ხმა არ აქვს. გუშინ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. არის ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა რა სიმპტომები აქვს, არ ვიცი", - აღნიშნა გუშინ ადვოკატმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."