მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს წერილით მიმართავს: "არ შეგეშინდეთ!.."

 მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს წერილით მიმართავს: "არ შეგეშინდეთ!.."

უკრაინაში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებსა და უკრაინელებს მიმართავს. სააკაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ის უკრაინელებს კვირას დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

"ძვირფასო თანამებრძოლებო, ძვირფასო უკრაინელებო. ბარიგების ხელისუფლებამ მე დამაკავა აბსურდული ბრალდებებით. ამით მათ უნდათ დაგაშინონ თქვენ. არ შეგეშინდეთ არაფრის, უშიშრად გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე "იმპიჩმენტისთვის". ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისგან და თვითნებობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გამაგრდით!", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."