მიხეილ სააკაშვილმა მეუღლეს სთხოვა, მისი მთავარი სპიკერი გახდეს

მიხეილ სააკაშვილმა მეუღლეს სთხოვა, მისი მთავარი სპიკერი გახდეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, ყოფილი გუბერნატორის მეუღლე და საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მეუღლის სახალხო წარმომადგენელი გახდება. ექს-პრეზიდენტის უფლებადამცველმა ამის შესახებ იმ იზოლატორთან შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილია დაკავებული.

"ის თხოვს მეუღლეს, გახდეს მისი მთავარი სპიკერი, სახალხო წარმომადგენელი, რომ დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლება. ჩვენ მის მეუღლესთან დავიწყებთ მუშაობას ამ მიმართულებით, ასევე უზრუნველვყოფთ მის შესვლას საგამოძიებო იზოლატორში" - აღნიშნა ჩერნოლუცკიმ.

8 დეკემბერს სანდრა რულოვსმა ფეისბუქის პირად გვერდზე დააანონსა 10 დეკემბრის აქცია და მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა: "დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მართალია, მიშა წინა დღეებში ძლიერად გაგვიცივდა მაგრამ კვირისთვის, 10 დეკემბერს, 12 საათზე, ყველანი ერთად მარშზე ვიქნებით ჩვეულ ფორმაში, შევჩენკოს პარკიდან მაიდანამდე," - წერდა რულოვსი.

როგორც gordonua.com წერს, მიხეილ სააკაშვილის 48 წლის მეუღლე ორი ქვეყნის მოქალაქეობას ფლობს - საქართველოს და ჰოლანდიის. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მეუღლის გვერდით კიევის აქციების დაწყების პირველივე დღიდან დგას.

ასევე წაიკითხეთ: "მე მიშა არ "ჩამიშვია" - მიხეილ სააკაშვილი, დაკავების დროს, პოლიციელის სახლში იყო სტუმრად

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."