"სააკაშვილს 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა, ამიტომაც ის ბინაში გადაიყვანეს..." - რას ყვება დაკავებულ ექს-პრეზიდენტზე კობა ნაყოფია

"სააკაშვილს 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა, ამიტომაც ის ბინაში გადაიყვანეს..." - რას ყვება დაკავებულ ექს-პრეზიდენტზე კობა ნაყოფია

საქართველოს პარლამენტის წევრმა კობა ნაყოფიამ უკრაინულ გამოცემა страна.ua-სთან იმ საკითხზე ისაუბრა, თუ რატომ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, იური პოკინბოროდას სახლში.

"სააკაშვილი ავად გახდა, მას 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა. საჭირო იყო მისი სასწრაფოდ გადაყვანა მკურნალობისთვის. ამიტომაც ის ბინაში გადაიყვანეს. მე არ ვიცნობ პირს, რომლის ბინაშიც ის აღმოჩნდა", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ამასთან, ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი იური პოკინბოროდა, რომლის სახლშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ დააკავეს, აცხადებს, რომ გარკვეულ პირებს უნდათ ის სააკაშვილის დაპატიმრებაში დაადანაშაულონ. "მე არ "ჩამიშვია", - ამბობს იური პოკინბოროდა.

მისივე თქმით, "იყო მომენტი, როცა ადამიანი ავად გახდა და მას სჭირდებოდა ელემენტარული სამედიცინო დახმარება. ჩვენ არ გვქონდა იმის დრო დავფიქრებულიყავით სად წაგვეყვანა, საავადმყოფოში ვერ წავიყვანდით და მოვიყვანეთ ჩემს სახლში, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ. თუმცა, ვერ შევინახეთ ბოლომდე ეს საიდუმლო, რადგან იმის შესახებ რომ მიშა აქ იყო, რამდენიმე ადამიანმა იცოდა...", - განაცხადა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."