გაიგზავნა თუ არა უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე ახალი მოთხოვნა - მიხეილ გიორგაძის კომენტარი

გაიგზავნა თუ არა უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე ახალი მოთხოვნა - მიხეილ გიორგაძის კომენტარი

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან მოთხოვნა რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა და ამ მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს, - ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე ახალი მოთხოვნა არ გაგზავნილა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, როგორც გიორგაძემ აღნიშნა, უკრაინულ მხარეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები აქვს.

”რაც შეეხება დაკავებას, უკრაინულ მხარეს აქვს ძალიან კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."