დავით ასათიანი - ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ - თუ საჭირო გახდა, მეორე ტურში გავალთ და გავიმარჯვებთ

დავით ასათიანი - ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ - თუ საჭირო გახდა, მეორე ტურში გავალთ და გავიმარჯვებთ

ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ ჩვენმა გუნდმა - ათასზე მეტი ხმა და მეორე ადგილზე გასულ კონკურენტს გავასწარით ხუთასი ხმით და მივიღეთ უფრო მეტი ხმა, ვიდრე ყველა კონკურენტმა ერთად", - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ასათიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე მან კონკურენტებისგან განსხვავებით ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი მეორე ტური გაიმართება, სჯერა, რომ ღირსეულად გაიმარჯვებს.

დავით ასათიანმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა აღვნიშნო, რომ იმ მაღალი აგრესიულობის ფონზე, რომელიც ამ არჩევნებზე იყო, ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი და ჩვენი გუნდის. ჩვენ დაველოდებით საბოლოო შედეგს. კანონი იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, მაგრამ პროფესიული ინტერესებიდან, ადვოკატთა ასოციაციის კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მაინც არ გადავიტანთ ამ ინტერპრეტაციის საკითხს სასამართლოში და თუ საჭირო გახდა, გავალთ მეორე ტურში და გავიმარჯვებთ", - განაცხადა ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი დაინიშნება თუ არა მეორე ტური თავმჯდომარის ასარჩევად. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი დაინიშნება მეორე ტური, მასში მონაწილეობას, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. დავით ასათიანის შემდეგ ხმების რაოდენობით ლევან ჯანაშია მოდის.

უფრო კონკრეტულად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატების მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა ასეთია: ებრალიძე დავითი - 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."