ადექი, კიევო! ადექი, უკრაინავ! - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, უკრაინელებმა უნდა განაგრძონ ბრძოლა, რათა უკეთესი ქვეყანა მიიღონ.
"თქვენ უნდა განაგრძოთ ბრძოლა. უკრაინას სჭირდება ცვლილებები, რათა უკეთესი ქვეყანა გახდეს. ამის მაგალითი საქართველოა. ჩვენთვისაც რთული იყო ეს, მაგრამ საბოლოოდ შედეგი მივიღეთ. მთავარია ცვლილებების სურვილი იყოს. ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, მათ ცვლილებების სურვილი არ გააჩნიათ. მათთვის ეს ბიზნესია, ხოლო პოლიტიკა კი ბიზნესი არ არის. ამ ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა. ადექი, კიევო! ადექი, უკრაინავ!", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
კიევში, შევჩენკოს სახელობის პარკში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიტინგი დაიწყო, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.