დავით ასათიანი - ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და მეორე ადგილას გასულ ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ

დავით ასათიანი - ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და მეორე ადგილას გასულ ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ

ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და არჩევნებში მეორე ადგილას გასულ კანდიდატს ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ, - აღნიშნული განცხადება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ასათიანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

ასათიანმა ასევე მიმართა საარჩევნო კომისიის წევრებს, დაუბრუნდნენ ლეგიტიმურ პროცესს და არ დააყენონ საფრთხის წინაშე ადვოკატთა ასოციაციის ინტერესები.

"დაე, ადვოკატთა კორპუსმა ერთად გადაწყვიტოს ვინ იქნება ასოციაციის თავმჯდომარე. თუ ბატონი ჯანაშია მართლაც არის დამოუკიდებელი კანდიდატი და დამოუკიდებელი ფიგურა ამ არჩევნებში და არ გააჩნია გარკვეული გავლენები სხვა პირთა მხრიდან, თუკი მას ამოძრავებს ადვოკატთა ასოციაციის ინტერესები, დაუბრუნდეს ლეგიტიმურ პროცესს. დააბრუნონ მათი კანდიდატები საარჩევნო კომისიაში, ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა და გამოვაცხადოთ მეორე ტური. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ქმედება ასოციაციის დისკრედიტაციის, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად ჩაითვლება, რაც ასოციაციის გახლეჩვას გამოიწვევს", - განაცხადა დავით ასათიანმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, თუკი რაიმე ტიპის საარჩევნო დარღვევას და გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ეს უპირველეს ყოვლისა მისი ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. ასათიანი გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ადგილი აქვს ინსინუაციებს.

"გვესმის საუბარი ბიულეტენების გაყალბებაზე. საერთო ჯამში არის 5 - 7 ბიულეტენი, მაშინ, როცა არჩევნები 500 ხმით გვაქვს მოგებული და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს 5,7 თუ 30 ბიულეტენს", - აღნიშნა ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. ლევან ჯანაშიამ- 632 ხმა; ლანჩავა დავითი -160; ჭკადუა ირმა -53; ებრალიძე დავითი - 31; ბესელია იასონ -10; გაგნიძე გრიგოლი - 3; ოსეფაშვილი ვასილ -3; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2; კობაიძე ალექსი- 1 ხმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."