მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში უკრაინის და საქართველოს ჰიმნები იმღერა

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში უკრაინის და საქართველოს ჰიმნები იმღერა

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში უკრაინის და საქართველოს ჰიმნები იმღერა და განაცხადა, რომ თავს ოლიგარქიული რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ლარისა ცოკოლმა სასამართლო პროცესზე შესვენება გამოაცხადა, რათა სააკაშვილს პრესისთვის კომენტარი გაეკეთებინა.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას ითხოვს. ამასთან, პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს. კერძოდ, აღნიშნული ბინის მისამართია: კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32.

კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო სხდომა უკვე დაიწყო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს სამი ადვოკატი იცავს.

მოსამართლე ლარისა ცოკოლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვის განმავლობაში სააკაშვილი განსასჯელთა სკამზე არ იჯდება. მიხეილ სააკაშვილი გამოიყვანეს განსასჯელთათვის განკუთვნილი კამერიდან და ის ადვოკატების გვერდით დასვეს.

სასამართლო დარბაზში ასევე იმყოფებიან იულია ტიმოშენკო, სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და ჟურნალისტები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."