მიხეილ სააკაშვილი - სახურავზე მითხრეს, რომ არ დამაკავებდნენ, დავბრუნდი ბინაში და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ - ეს არის ლუცენკოს ნამდვილი სახე

მიხეილ სააკაშვილი - სახურავზე მითხრეს, რომ არ დამაკავებდნენ, დავბრუნდი ბინაში და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ - ეს არის ლუცენკოს ნამდვილი სახე

სახურავზე როდესაც ვიყავი, ჩემთან მოვიდა პროკურორი და მითხრა, რომ გამოაგზავნა გენერალურმა პროკურორმა ლუცენკომ, რომელსაც ჩემთან საუბარი უნდოდა, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მასთან მისული პროკურორი აცხადებდა, რომ ლუცენკოს მიერ იყო გაგზავნილი და სიტყვას აძლევდა, რომ არ დააკავებდა.

„როდესაც ვიყავი სახურავზე, როდესაც მოვახდინეთ ჩვენი მომხრეების მობილიზება, ჩემთან მოვიდა პროკურორი და მითხრა - პატიოსან სიტყვას გაძლევთ, თქვენ არავინ დაგაკავებთ. მე დავბრუნდი ბინაში, პროკურორმა ამოიღო ფურცელი და მითხრა, რომ დაკავებული ვარ. აი, ეს არის ლუცენკოს პროკურატურის ნამდვილი სახე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."