გია გაჩეჩილაძე - თუ კონკურენციის სააგენტო ტენდერებზე არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე

გია გაჩეჩილაძე - თუ კონკურენციის სააგენტო ტენდერებზე არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე

თუ კონკურენციის სააგენტო გამოვა და ტენდერებთან დაკავშირებით არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, მან ტენდერებთან დაკავშირებით სასამართლოს გარკვეული პერიოდის წინ, გუშინ კი კონკურენციის სააგენტოს მიმართა.

"მე მივმართე კონკურენციის სააგენტოსაც. თუ ნოდარ ხადურის უწყება გამოვა და არგუმენტირებულად ამიხსნის ტენდერების საკითხს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე. არ ვიცი, ვინ აყენებს გიორგი კვირიკაშვილს საქმის კურსში, მაგრამ მე სასამართლოსთვის უკვე მიმართული მაქვს. მან ესეც კი არ იცის. საქმეზე პირველი მოსმენა უკვე იყო და მეორეს ველოდები. ეს არის ჩემი პოზიცია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის შეურაცხყოფილია მისი მთავრობის წევრების მიმართ გაჟღერებული ბრალდებებით, გია გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ "ის დაზარალებულია და საუბრის უფლება აქვს".

"მე დაზარალებული ვარ და საუბრის უფლება არ მაქვს?!", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

"სიტროინ ჯორჯია" ახალი კომპანიაა. "სიტროინი"ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა, საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს ისევე როგორც კერძო სტრუქტურა. ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, "სიტროინის" მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა.

"მინდა, რომ გასაჩივრდეს ახლა კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

დღეს კი გაჩეჩილაძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა და სასამართლოში ჩივილისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება ის თანამდებობიდან გადადგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კვირიკაშვილმა გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."