მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა

საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"ხელისუფლებას საქართველოსთან ჩუმად მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება უნდოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჩნდებოდა პრობლემები. ხალხი მე უმალ გამათავისუფლებდა და მე პოროშენკოსთვის ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკ-ფაქტორი გავხდებოდი. მე არ მაქვს იარაღი, არ მყავს "ბოევიკები“, ვინმეზე თავდასხმას არ ვაპირებ. პოროშენკოსთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ის ვერ გაუმკლავდა ერთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს იარაღი, თანამდებობა ან ფული. მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა.

ამის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაცვის მხარეს დღეს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ადვოკატებმა ბრალდებულის პოზიცია გააჟღერეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას.

ამასთან, როგორც ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა აღნიშნა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე იკვეთება ქართული და უკრაინული სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა, რათა მოხდეს მისი ექსტრადირება საქართველოში.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რაშიც სასამართლო სისტემაცაა ჩართული.

ამის გამო სააკაშვილი უარს ამბობს, შეთანხმებით აყვანილი ადვოკატების მომსახურებაზე და მისი დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე მოხდება.

სააკაშვილის პოზიციის გაჟღერების შემდეგ მისმა ადვოკატებმა სასამართლო პროცესი დატოვეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."