ვინ არის ქალი, რომელიც გიორგი გახარიამ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად დანიშნა

ვინ არის ქალი, რომელიც გიორგი გახარიამ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად დანიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად ეკატერინე მაჭავარიანი დანიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, ეკატერინე მაჭავარიანი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრია. 2009-2017 წლებში იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

2008-2009 წლებში იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამის ეროვნული კოორდინატორი იყო. 2006-2007 წლებში იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში რეფორმებისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2005-2006 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ახალი დირექტორი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარებას, ევრო და ჩრდილო ატლანტიკურ ინტეგრაციას და პროექტების მართვას უხელმძღვანელებს.

ეკატერინე მაჭავარიანი 40 წლისაა.  ჰყავს მეუღლე, შოთა ბრელიძე, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომელია. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ალექსანდრე და ანნა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."