მიხეილ სააკაშვილი: "ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა!"

მიხეილ სააკაშვილი: "ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა!"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.

"ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა! შემთხვევითობა გგონიათ ის, რომ მისი თეზისები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრებსა და ტერმინოლოგიას სრულად ემთხვევა?" - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინმა სააკაშვილი ნეგატიურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია.

"ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს - უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა! როგორ ითმენთ ამას საერთოდ? ის ჯერ საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა კი ამტკიცებს, რომ უკრაინელია. უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები გამოილია? ეს ისეთი საცოდავი სანახავია, რომ გული მისკდება", - განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, კიდევ ერთ შეკითხვაზე საპასუხოდ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ "თუ ოპოზიციას პროგრამა არ აქვს და ის ხელისუფლებაში მოვა, რუსეთში "მაიდნები" მოხდება, ქუჩებში კი "სააკაშვილები" ირბენენ".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."