დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ სემეკის წევრობაზე პარლამენტი მხარს დაუჭერს

დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ სემეკის წევრობაზე პარლამენტი მხარს დაუჭერს

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ პარლამენტი სემეკის წევრის თანამდებობაზე მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი კანდიდატურა წარდგენილია და ახლა შესაბამის პროცედურებს ელოდება.

"ვადასტურებ, რომ გუშინ მოხდა ჩემი წარდგენა მთავრობის თანხმობის მოსაპოვებლად. შემდეგი პროცედურა არის საქართველოს პარლამენტის. ველოდებით პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სემეკის წევრად დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა

"მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებული იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, და გოჩა შონიას კანდიდატურა. ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."