გიორგი გახარიამ შს სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციაზე კიდევ ერთი ქალი დანიშნა

 გიორგი გახარიამ შს სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციაზე კიდევ ერთი ქალი დანიშნა

შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამინისტროში მისვლის შემდეგ, რამდენიმე ხელმძღვანელ პოზიციაზე ქალები დანიშნა. შს სამინისტროს საპარლამენტო მდივნად ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად ეკატერინე მაჭავარიანი, დღეს კი გიორგი გახარიამ კიდევ ერთი ქალი ხელმძღვანელი წარუდგინა თანამშრომლებს - მომსახურების სააგენტოს ამიერიდან მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს.

მორგოშია 2017 წლის აპრილიდან დღემდე სსიპ-ის - "აწარმოე საქართველოში" დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. იგი 2013-2014 წლებში ასსეკო ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულების უფროსად მუშაობდა, 2011–2014 წლებში - სამშენებლო კომპანია NCC-ის ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2008-2011 წლებში კი სს ბანკი "რესპუბლიკა-Societe Generale Group"-ის პროექტების მენეჯერი იყო.

მარიანა მორგოშიამ დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, PMC პროფესიონალური პროგრამა, პროექტების მართვის მიმართულებით და მიღებული აქვს სამაგისტრო სერტიფიკატი. 2007 წელს მან დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, მენეჯმენტის განხრით.

მარიანა მორგოშია 2000-2003 წლებში DFID მენეჯმენტის სკოლაში სწავლობდა, ხოლო 2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი (ინგლისური ენა), ბაკალავრის კვალიფიკაციით.

მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი 36 წლისაა. ჰყავს მეუღლე, შოთა შურღაია და ორი ვაჟი - 20 წლის სანდრო და 4 წლის თედი.

ასევე წაიკითხეთ: ვინ არის ქალი, რომელიც გიორგი გახარიამ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად დანიშნა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."