რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, შესაძლოა, გაუქმდეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, შესაძლოა, გაუქმდეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, შესაძლოა, გაუქმდეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, მთავრობა აღნიშნულ საკითხს აქტიურად განიხილავს.

ამასთან, არ არის გამორიცხული რელიგიურ თემატიკასთან დაკავშირებული მიმართულების კურირება რომელიმე უწყებას დაევალოს.

რამდენად მოსალოდნელია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმება ან სტრუქტურული ცვლილებები, მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2014 წლის 19 თებერვალს შეიქმნა. სააგენტო მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში. სააგენტო იკვლევს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ მდგომარეობას, ამზადებს რეკომენდაციებს და გასცემს კონსულტაციებს რელიგიური გაერთიანებებისათვის პრობლემატურ საკითხებზე და სხვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."