"ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული..." - კალაძე-ხაბეიშვილის დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

"ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული..." - კალაძე-ხაბეიშვილის დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

"ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან" - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს მიმართა.

თბილისის მერი სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციის მიერ დასმულ საკითხს შეეხო, რომელიც მილანური კომპანიის თბილისის საახალწლო განათებებს შეეხებოდა. კახა კალაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ თბილისის საახალწლო განათება მილანურმა კომპანიამ განახორციელა.

"საახალწლო განათებებს რაც შეეხება, ნამდვილად მიხარია, მოსახლეობა არის გახარებული და მოსწონთ, თუ როგორ არის ჩვენი თბილისი მორთული. რაც შეეხება განათებებს, აქაც იტყუებით - მილანური კომპანია არ არის ის, ვისგანაც მოხდა განათებების შესყიდვა. თუმცა, მილანურიც რომ ყოფილიყო, აქაც ვერ ვხედავ პრობლემას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ბევრი ევროპული კომპანია - იტალიური, ფრანგული, რომ მათი გამოცდილება იყოს გაზიარებული. ერთ-ერთი საუკეთესოა ის კომპანია, რომლისგანაც მოხდა საახალწლო განათებების შესყიდვა. მომავალ წელს, უკეთესად მოვემზადებით, უფრო ლამაზი და მომხიბლვლელი იქნება ჩვენი დედაქალაქი", - განაცხადა სხდომაზე კახა კალაძემ.

საკრებულოს დარბაზიდან ლევან ხაბეიშვილის რეპლიკის შემდეგ კი მერმა მას მიმართა და განაცხადა - "ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან".

მერის ამ ფრაზას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასე უპასუხა:  "ათასობით ლარს იხდით პიარის სამსახურში, ამ დროს კი გირჩევენ, რომ ოპოზიციას თურმე შეურაცხყოფა უნდა მიაყენოთ, თუ ვინმეს განსხვავებული პოზიცია ან კითხვა აქვს, მარგინალი უწოდოთ და ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ. მე ამ შეურაცხყოფაში არ შემოგყვებით. ...ცუდი ის არის, რომ ტყუილებით დაიწყეთ მოსახლეობასთან ურთიერთობა. თქვენ აგირჩიათ თბილისელებმა მერად, მერე რა, რომ მე რ აგირჩიეთ, თქვენ არ ხართ "ქართული ოცნების" მერი. რატომ ხართ ისეთ პოზაში, რომ მარტო "ქართული ოცნების" მერი ხართ და არა დანარჩენი თბილისელების? რომელი თქვენგანი იმყოფინებთ1.18 ლარს? მესმის, ბატონო კახა მე თქვენი, 8 ოპოზიციონერთან საუბარს გირჩევნიათ 8 სულ ქურდს ესაუბროთ,"- განცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვს, საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."