მიხეილ სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ პეტრო პოროშენკოს შერიგება შესთავაზა

მიხეილ სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ პეტრო პოროშენკოს შერიგება შესთავაზა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირად წერილში შერიგება შესთავაზა. ამის შესახებ გამოცემა "სტრანა" იუწყება.

"მე მათ ახლა უფრო მეტად შევუტევ. მათ ჩემი დეპორტაცია სურთ. ისინი დაელოდებიან საახალწლო დღესასწაულებს, მაძლევენ მინიშნებებს... ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ყველას ერთი საერთო მტერი გვყავს. მე პოროშენკოს მტრის წისქვილზე წყლის დასხმაში არ ვადანაშაულებ. ეს არასწორი იქნებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს პირად წერილში შერიგება შესთავაზა, პარტია "სამოქალაქო პოზიციის" ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ დაადასტურა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."