"იგივეს აკეთებს, არ დაადოს ხელი არავინ" - კვირიკაშვილის რეაქცია მელიას გამოსვლის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებაზე

"იგივეს აკეთებს, არ დაადოს ხელი არავინ" - კვირიკაშვილის რეაქცია მელიას გამოსვლის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებაზე

ხელი არ დაადოთ - ბიჭებს, უთხარით, არ დაადოს ხელი არავინ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ ნიკა მელიასთან დაპირისპირებულ პირებს.

"იგივეს აკეთებს, თავი დაანებეთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როცა ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაჰყავდათ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. კერძოდ, მელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობის ლოჟისკენ გადაინაცვლა და მინისტრებს ახლო მანძილიდან მიმართავდა. პროცესი დეპუტატებისა და მინისტრების მონაწილეობით სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. ვითარების განმუხტვისთვის მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."