საქართველომ გაეროს საგანგებო სხდომაზე, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

საქართველომ გაეროს საგანგებო სხდომაზე, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

საქართველოს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართული დელეგაცია არ იმყოფებოდა დარბაზში, როცა კენჭი ეყარა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას.

კენჭისყრის შედეგების გრაფაში საქართველოსთან მიმართებაში ხმის არც წინააღმდეგ მიცემა, არც თანხმობა და არც თავის შეკავება ფიქსირდება.

"დასრულდა კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ქვეშ იყო. ჩვენ როგორც ვნახეთ, შედეგების შესაბამისად გაიყო პოზიციები, 35–მა ქვეყანამ თავი შეიკავა, თავის შეიკავეს მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა. ევროკავშირის პოზიციაც არ იყო ერთიანი. ჩვენ, როგორც მე ამ საკითხზე უკვე, აღვნიშნე გავიარეთ კონსულტაციები პარტნირებთან და ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო განხილვაში მონაწილეობა, შესაბამისად, არ მიიღო კენჭისყრაშიც მონაწილეობა", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰელიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, ვინც გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა იმ რეზოლუციას. ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ნიკი ჰეილი მადლობას უხდის საქართველოსაც. ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ განცხადება "ფეისბუქის" პირად გვერდზე გააკეთა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით ცოტა ხნის წინ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."