რატომ არ აჩენს საჯაროდ მეუღლეს და შვილებს გიორგი კვირიკაშვილი

რატომ არ აჩენს საჯაროდ მეუღლეს და შვილებს გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველად ალაპარაკდა ისეთ პირადულ თემებზე, როგორიცაა ბავშვობა, სტუდენტობა, სამხედრო სამსახური, პროფესია, მშობლები, მეუღლე და შვილები. პრემიერის ბიოგრაფიის და პირადი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები ექსკლუზიურად ჟურნალ OK!-ს საახალწლო ნომერში დაიბეჭდა.

გიორგი კვირიკაშვილს მეუღლე და 4 შვილი ჰყავს. პრემიერის თქმით, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს გაიცნო მეუღლე, მაკა ცინაძე, რომელმაც ექიმის პროფესია ოჯახზე გაცვალა და თავი შვილების აღზრდას მიუძღვნა:

"მაკა ჩემს კურსზე, ჩემს ჯგუფში სწავლობდა. ინსტიტუტს ვამთავრებდი, როდესაც დავქორწინდით. ჩემმა ცოლმა წითელ დიპლომზე დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი, მერე ორდინატურა კარდიოლოგიის განხრით და მერე ოჯახს მიუძღვნა თავი" - ამბობს კვირიკაშვილი ინტერვიუში.

OK!-ს შეკითხვაზე, რატომ არ ჩანან მისი ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილები საჯაროდ, პრემიერმა ასე უპასუხა:

"ვუფრთხილდები... მედიაში გამოჩენა დაკავშირებულია უამრავ შეფასებასთან, ინტერპრეტაციასთან, ერთგვარ შეტევასთანაც. ერთი მხრივ, არ მინდა რომ შეტევის ობიექტები გახდნენ, მეორე მხრივ, არ მინდა რომ მიეჩვიონ ამას. მინდა ჩვეულებრივად, ადამიანურად გაიზარდონ. ცხოვრების საჯაროდ გამოტანა, არც მათ და არც მე არ მხიბლავს. ახლაც, რაც ძალიან არ მომწონს, პირადი დაცვის ყოლაა.

ვცდილობ, მათი რაოდენობა მინიმუმი იყოს, რადგან პირადი სივრცე თითქმის არ მრჩება და ეს ძალიან მაწუხებს. მინდა, რომ ჩემი ოჯახის ცხოვრება პრემიერობამდე, პრემიერობის დროსაც და შემდეგაც იყოს ჩვეულებრივი - ადამიანური. არ მინდა იგრძნონ, რომ გამორჩეულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ მამა ჰყავთ პრემიერ-მინისტრი.

... ჩემი შვილები არიან გამორჩეულები, მაგრამ არა ამის გამო. ისევე როგორც ყველა ახალგაზრდა, გამორჩეულები არიან თავიანთი ოცნებებით, მიზნებით. მე მინდა მათთვის გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებთ ყველა ახალგაზრდისთვის - ჰქონდეთ კარგი განათლების მიღების საშუალება, სამართლიანი დღევანდელი დღე ა სტაბილური, იმედიანი მომავალი განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."