რა ელით ქართველ პოლიტიკოსებს 2018 წელს - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

რა ელით ქართველ პოლიტიკოსებს 2018 წელს - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ქართველი პოლიტიკოსების 2018 წლის პროგნოზზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი (20 ივლისი, 1967 წელი) - პრემიერ-მინისტრს ძალიან პრობლემური წელი ექნება, ალბათ თანამდებობას დატოვებს. სულ მეკითხებიან, ეს თქვენი პირადი ანტიპათიაა? არა. არაფერს ვერჩი ამ ადამიანს, უფრო მეტიც, მომწონს გარეგნულადაც და ვთვლი, რომ ასეთი პრემიერი ქვეყანას უნდა ჰყავდეს. თუმცა ვარსკვლავებსა და კოსმოსს სხვა კანონები აქვთ. ანუ მისთვის საკმაოდ მძიმე წელიწადი იწყება. ის თხის წელშია დაბადებული, ძაღლი კი თხასთან არ მეგობრობს. ამიტომ მათ შორის ანტაგონიზმია. ზოგადად, თხის წელიწადში დაბადებულებს ერთ-ერთი ურთულესი წელიწადი აქვთ.

გიორგი გახარია, შს მინისტრი (19 მარტი, 1975 წელი ) - კატის წელიწადშია დაბადებული, თევზების ზოდიაქოთი. მას ნეიტრალური წელი ექნება. 5 ქულიანი სისტემა რომ ავიღოთ, 4-იანზე "აქაჩავს". ზოგადად, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მომავალ წელს სამ ნიშანს დავაწინაურებდი: მორიელს, თევზებს და ქალწულს. ეს სამი ნიშანი ყველაზე წარმატებულია, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებული მინისტრები უფრო იღბლიანები არიან და უფრო სწორი მოქმედებები აქვთ.

კახა კალაძე, თბილისის მერი (27 თებერვალი, 1978 წელი) - 2018 წელი მისთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე 2017 იყო, რადგან ის არის ცხენის წელიწადში დაბადებული. ცხენი ძაღლთან მეგობრობს. ეს წელიწადი მისთვის გარდამტეხი იქნება, სერიოზულ  ცვლილებებს შემოიტანს ბევრ სფეროში, მათ შორის მშენებლობის სფეროში და ეს იქნება სასიკეთო ცვლილებები.

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი (4 სექტემბერი, 1969 წელი) - ის არის მამლის წელიწადში დაბადებული ქალწული. ქალწულისთვის კარგია წელიწადი, მამლისთვის - არა. მისი პერსპექტივები 5 ქულიანი სისტემიდან 3-იანზე შეიძლება შეფასდეს. თუ ის გამოავლენს მამლის სულსწრაფობას, ზედმეტ აგრესიას და ზედმეტ აქტიურობას, მაშინ აგებს... თუ ქალწულის სიმშვიდეს, სტაბილურობას და მოთმინებას - მაშინ იგებს.

ნახეთ ვიდეო

ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი (18 თებერვალი, 1956 წელი) - პირველი ნახევარი ძალიან წარმატებული იქნება. 20 იანვრიდან მისთვის საინტერესო დრო დაიწყება. მე მას ვთხოვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წელის პირველ ნახევარში მიიღოს, აგვისტომდე. აგვისტოდან შავი მთვარე გადადის მის ზოდიაქოში ანუ წლის მეორე ნახევარი რთულია. უფრო მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. უფრო მეტიც, მატულობს მეგობრების მხრიდან ღალატის ალბათობა.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (1967 წლის 21 დეკემბერი) - მას ძალიან ეხმარება მშვილდოსანი, მაგრამ ხუთიანზე ვერ "ქაჩავს", თხა უშლის. თხა არის ანტაგონიზმში ძაღლთან და ამიტომ შორს ვერ წავა. სამაგიეროდ, 2019 წელი მისთვის ბრწყინვალე წელი იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."