მიხეილ სააკაშვილი - აქციების თარიღებზე ყველა პარტია ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რათა არავინ უწოდოს მათ "მიხო მაიდანი" და "სააკაშვილის აქციები"

მიხეილ სააკაშვილი - აქციების თარიღებზე ყველა პარტია ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რათა არავინ უწოდოს მათ "მიხო მაიდანი" და "სააკაშვილის აქციები"

ჩვენ გავაგრძელებთ სამართლიანობისთვის ბრძოლას. როდესაც აქციების მოწყობაზე ვსაუბრობთ, კონკრეტული თარიღები არ უნდა დავასახელოთ, სანამ ყველა ოპოზიციური პარტია არ გაივლის კონსულტაციას. მე მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რათა ერთად გავარჩიოთ ეს საკითხები, ერთად ჩამოვყალიბდეთ თარიღებზე, რათა შემდეგ არავინ უწოდოს ამას "მიხო მაიდანი", სააკაშვილის აქციები და ა.შ. - ეს განცხადება დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

მან ასევე განაცხადა, რომ მის დასაპატიმრებლად ჩატარებული სპეცოპერაცია შეუძლებელია მხოლოდ უკრაინის მთავრობის დაგეგმილი ყოფილიყო და ФСБ დაადანაშაულა მონაწილეობაში.

"რუსეთის სამთავრობო ვერტიკალიდან ახლა ყველა ჩემს გაჩუმებასა და საქართველოსთვის, უფრო სწორად კი ქართველი ოლიგარქებისთვის გადაცემას ცდილობს. არ მჯერა, რომ კიევის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაცია მხოლოდ უკრაინელების დაგეგმილი იყო. ეს იყო ФСБ-ს ოპერაცია. მათ ასე ორი კურდღლის დაჭერა სურდათ - ჩემი ციხეში ჩასმა და უკრაინის მთავრობის უძლურების წარმოჩენა. პირველი არც ისე, თუმცა მეორე ნამდვილად 100%-ით გამოუვიდათ. მე ვიცი ФСБ როგორც მუშაობს, ეს მათი ნამოქმედარია," - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, წყარომ მის დაპატიმრებამდე ოთხი დღით ადრე ისიც შეატყობინა, რომ დაიჭერდნენ და ასეც მოხდა.

"იმავე წყარომ შემატყობინა, რომ 29 დეკემბერს შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის, სადაც ტყვეების გაცვლის საკითხთან ერთად ჩემი სისხლის სამართლის საქმეზეც ისაუბრეს. პუტინმა ასევე მიუთითა, რომ კურჩენკოსთვის დაევალებინათ რაღაცის დადასტურება ან მოგონება. მსურს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასცეს პასუხი კითხვას, შედგა თუ არა საუბარი. პუტინი თავადაც არ მალავს, რომ ჩემით არის დაინტერესებული. ბოლო კონფერენციაზე ჩემი სახელი 12-ჯერ ახსენა, ხოლო როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, უკრაინის სირცხვილია, რომ ციხეში არ ვზივარ. პუტინმა პოროშენკოს უთხრა, რომ ასეთ რამეს რუსეთში არ დაუშვებდა, რითაც მითითება მისცა პოროშენკოს. მოსკოვიდან "გაზპრომის" მსხვილ აქციონერს, ივანიშვილს მიუთითეს, რომ საქართველოში 3 იანვრისთვის ჩემი სასამართლო პროცესი დაესრულებინათ, რასაც დღეს გააკეთებენ. დღეს ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით განაჩენს გამომიტანენ," - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე დღეს კიევსა და თბილისში პროცესები ერთდროულად მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."