რას წერს უკრაინელი დეპუტატი საქართველოში სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენზე

რას წერს უკრაინელი დეპუტატი საქართველოში სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოში მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა, "რადიკალური პარტიის" წევრმა იგორ მოსიჩუკმა განაცხადა.

"სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტებისთვის სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, ჯერჯერობით საქართველოში. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მან შეიწყალა ბანკის თანამშრომლის მკვლელობაში დამნაშავე სამი ადამიანი, წმინდა წყლის ბოროტმოქმედები. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოში მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა", - დაწერა მოსიჩუკმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."