უგულავა სააკაშვილის განაჩენზე - ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება

უგულავა სააკაშვილის განაჩენზე - ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება

თემიდას თვალები ახვეული აქვს არა იმიტომ, რომ მზის სათვალები არ არსებობდა, არამედ - გაუძლოს ზეწოლათა შორის ყველაზე მძიმეს - საზოგადოებრივ აზრს - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საკითხს.

გიგი უგულავა საკითხს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ დღეს არა სამართალი, არამედ შურისძიება ზეიმობს.

"თემიდას თვალები ახვეული აქვს არა იმიტომ, რომ მზის სათვალები არ არსებობდა, არამედ - გაუძლოს ზეწოლათა შორის ყველაზე მძიმეს - საზოგადოებრივ აზრს! დღევანდელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი იტყვის - სამართალმა პური სჭამა. თუმცა დღეს არა სამართალი, არამედ შურისძიება ზეიმობს მორიგ ჯერზე. სასამართლო იმისთვისაა, რომ გაუძლოს ხალხის შეძახილს: ჯვარს აცვით! ჯვარს აცვით ეგე!

სამწუხაროდ, დღეს ბოლო ათი წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, სასამართლომ ფარსად აქცია. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება შეუზღუდავი უფლებაა, ასეა ყველგან და სხვანაირად ვერც იქნება. ამ უფლების ბუნებაა ასეთი. პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკური და მორალური შეიძლება იყოს.

დიახ მეგობრებო! გაიხარეთ "სამართლიანობა აღსდგა", მაგრამ საბოლოოდ დასამარდა "კანონის უზენაესობის" შანსი. ვიქეცით რაღაც ტომად და ხელიდან ვუშვებთ ერი-სახელმწიფოდ ჩამოყალბების შანსს", - წერს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, საქმე სტრასბურგში წასაგებადაა განწირული.

"გირგვლიანის საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს ექნება ორი გადაწყვეტილება. პირველი, სადაც სწერია, რომ "გამაოგნებელი იყო" და მეორე - "შურისძიებით გაჟღენთილი" არის გამოძიება. ასე რომ ივანიშვილს, თავის ოცნებიან, მოსამართლეებიანათ აუცილებლად მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება სხვისი ტრაგედიის "საკუთარი პოლიტიკური მიზნით" გამოყენებისთვის.

ასეა თუ ისე, უნდა დავასრულოთ ამ ტრაგედიით მანიპულირება და ვიყუროთ წინ", - წერს გიგი უგულავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."