რას პასუხობს ნარმანია კალაძის განცხადებას, სადაც მერმა "საბა კონსტრაქშენის" აშენებულ სპორტულ კომპლექსს "ჰარიჰარალეზე" აშენებული უწოდა

რას პასუხობს ნარმანია კალაძის განცხადებას, სადაც მერმა "საბა კონსტრაქშენის" აშენებულ სპორტულ კომპლექსს "ჰარიჰარალეზე" აშენებული უწოდა

"თუკი რამე ხარვეზი არსებობს, "საბა კონსტრაქშენს" მოუწევს ამ ხარვეზის გამოსწორება" - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი", გლდანის რაიონში მდებარე რაგბის სავარჯიშო კომპლექსზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "საბა კონსტრაქშენმა" ტენდერში გაიმარჯვა და დადგენილი წესით გაფორმდა მასთან ხელშეკრულება. ნარმანიას განმარტებით, თუკი სადმე რაიმე ხარვეზია ამ ხელშეკრულებაში, ისევე, როგორც ყველა სხვა მსგავს ხელშეკრულებებში, ხდება ორნახევარი პროცენტის დაკავება.

"არა მხოლოდ ამ ობიექტის გახნსაზე ვიმყოფებოდი, არამედ მშენებლობის პროცესშიც რამდენჯერმე ვიყავი ამ ობიექტზე. კომპანია "საბა კონსტრაქშენი" იყო ტენდერში გამარჯვებული კომპანია. როცა ჩვენ დავიწყეთ ამ ობიექტის მშენებლობა, ბუნებრივია, გამოცხადდა ტენდერი და გაიმარჯვა ამ კომპანამ. დადგენილი წესით გაფორმდა მასთან ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაბამისად, ის აწარმოებდა სამუშაოებს. რაც მე მახსოვს და დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, არის ის, რომ კომპანია საკმაოდ აქტიურად მუშაობდა და გაკეთდა საერთაშორისო რაგბის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად გათვალისწინებული სარაგბო მოედანი. სადაც ორი სათამაშო მოედანია, სადაც ბალახია დაგებული, ეს არის ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების მოედანი. მეორე არის ბავშვების მოსამზადებელი მოედანი. იქ ძალიან ბევრი ბავშვი ემზადებოდა.

მოედანი არ ჰქონდათ და სწორედ ამ ბავშვების და მათი მწვრთნელის მოთხოვნის საფუძველზე დავიწყეთ ჩვენ იქ მშენებლობა. რაც შეეხება სატრენაჟორო დარბაზს, ძველი შენობა იდგა და ამ ძველი შენობის რეკონსტრუქცია მოხდა. რაც შეეხება ხარვეზებს, თუკი სადმე რაიმე ხარვეზია ამ ხელშეკრულებაში, ისევე, როგორც ყველა სხვა მსგავს ხელშეკრულებებში ხდება ორნახევარი პროცენტის დაკავება, ანუ კომპნაიას ბოლომდე არ უნაზღაურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და თუ სადმე ხარვეზი გამოჩნდება, კომპანია ვალდებულია,რომ ეს ხარვეზი გამოასწოროს. ამ შემთხვევაშიც, თუკი რამე ხარვეზი არსებობს, "საბა კონსტრაქშენს" მოუწევს ამ ხარვეზის გამოსწორება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, გლდანის რაიონში მდებარე რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებული მდგომარეობა სამარცხვინოა და სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. როგორც კალაძე აცხადებს, კომპანიამ ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."