120 420 ლარი მხოლოდ ხელფასებზე - რა თანხას ხარჯავენ საპარლამენტო ფრაქციები მივლინებებსა და სხვადასხვა სერვისებზე

120 420 ლარი მხოლოდ ხელფასებზე - რა თანხას ხარჯავენ საპარლამენტო ფრაქციები მივლინებებსა და სხვადასხვა სერვისებზე

საპარლამენტო ფრაქციებისთვის, მხოლოდ სახელფასო ნაწილში, პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 120 420 ლარი იხარჯება. აღნიშნულ თანხას ემატება სამივლინებო და სატელეფონო ხარჯები, ასევე როუმინგული მომსახურებისათვის გამოყოფილი თანხა და ავტომობილების მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯი.

გასული წლის ბოლომდე საქართველოს პარლამენტი 11 ფრაქციით იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ექვსი ფრაქცია უმრავლესობის ფარგლებში ფუნციონირებს, სამი ფრაქცია უმცირესობას აქვს შექმნილი და კიდევ ორი ("ნაციონალური მოძრაობა" და "საქართველოს პატრიოტები") ე.წ. დამოუკიდებელ ფრაქციად არის ჩამოყალიბებული. ამასთან, როგორც ცნობილია, დეკემბრის ბოლო კვირას, უმრავლესობაში დამატებით ორი ახალი ფრაქციის ფორმირება მოხდა, რაც ხარჯების მოცულობას ზრდის.

"ინტერპრესნიუსმა" პარლამენტის აპარატისგან გამოითხოვა ინფორმაცია, რა ოდენობის თანხით ფინანსდება თითოეული საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტის ბიუჯეტიდან, რა სახის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებია გამოყოფილია თითოეული ფრაქციისათვის და რა ოდენობის საშტატო რესურსით არის დაკომპლექტებული ფრაქციების აპარატები.

პარლამენტის აპარატისგან მიღებული ინფორმაცია უმრავლესობის ორი ახალი ფრაქციის ფორმირებამდე არსებულ ფინანსურ მონაცემებს ასახავს.

კერძოდ, პარლამენტის ბიუჯეტიდან ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის სახელფასო ფონდისთვის ყოველთვიურად 40 420 ლარია განსაზღვრული. ფრაქციის აპარატებისათვის ყოველთვიურად 8 000-8 000 ლარს იღებს: ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველები", ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები", ფრაქცია "ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები", ფრაქცია "ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისათვის", ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეები", ფრაქცია "ევროპული საქართველო", ფრაქცია "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის", ფრაქცია "ევროპული საქართველო-რეგიონები", ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები".

საპარლამენტო ფრაქციები ბიუჯეტიდან ფინანსდება სამივლინებო ხარჯებისათვის გამოყოფილი თანხებით, წლიურად: ფრაქცია "ქართული ოცნება" - 173 178.57 ლარი; ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველები" - 12 000 ლარი; ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები" - 12 000 ლარი; ფრაქცია "ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები" - 12 000 ლარი; ფრაქცია "ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისათვის" - 12 000 ლარი; ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეები" - 10 821.43 ლარი; ფრაქცია "ევროპული საქართველო" - 24 633.09 ლარი; ფრაქცია "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის" - 15 607.14 ლარი; ფრაქცია "ევროპული საქართველო-რეგიონები" - 1 134.77 ლარი; ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" - 10 821.43 ლარი; ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" - 12 000 ლარი.

თითოეული საპარლამენტო ფრაქციის სატელეფონო ხარჯისთვის ყოველთვიურად 200-200 ლარია განსაზღვრული. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან ფინანსდება როუმინგული მომსახურება, წლიურად შემდეგი ოდენობით: - ფრაქცია "ქართული ოცნება" - 1 000 ლარი; ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველები" - 750 ლარი; ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები" - 750 ლარი; ფრაქცია "ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები" - 750 ლარი; ფრაქცია "ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისათვის" -750 ლარი; ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეები" - 750 ლარი; ფრაქცია "ევროპული საქართველო" - 750 ლარი; ფრაქცია "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის" - 1 000 ლარი; ფრაქცია "ევროპული საქართველო-რეგიონები" - 750 ლარი; ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" - 750 ლარი; ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" - 750 ლარი.

თითოეულ ფრაქციას ორი ავტომობილი ემსახურება, რომელთაგან ერთი ფრაქციის თავმჯდომარეს ემსახურება და ასევე ერთი ავტომანქანა - ფრაქციის აპარატს.

პარლამენტის აპარატის ინფორმაციის მიხედვით, 11 ფრაქციის აპარატში ჯამში 94-თანამშრომელია დასაქმებული. ფრაქციათა აპარატებში დასაქმებული თანამშრომლების რიცხოვნობა შემდეგია: "ქართული ოცნება" - 30 თანამშრომელი; "ქართული ოცნება-მრეწველები" - 7 თანამშრომელი; "ქართული ოცნება-კონსერვატორები" - 5 თანამშრომელი; "ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები" - 7 თანამშრომელი; "ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისათვის" - 5 თანამშრომელი; "ქართული ოცნება-მწვანეები" - 5 თანამშრომელი; "ევროპული საქართველო" - 6 თანამშრომელი; "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის" - 9 თანამშრომელი; "ევროპული საქართველო-რეგიონები" - 4 თანამშრომელი; "ნაციონალური მოძრაობა" - 7 თანამშრომელი; "საქართველოს პატრიოტები" - 9 თანამშრომელი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."