კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:53 / 12-01-2018
ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, მის მიერ შექმნილი საზოგადოებრვ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება, აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, განსაკუთრებული ყურადღება კი საპარლამენტო არჩევნებზე გამახვილდება.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, თავად აპირებს საპრეზიდენტო კანდიდატობას თუ რომელიმე მისი თანამოაზრე, ელისაშვილი კონკრეტულ პასუხს არ იძლევა და აღნიშნავს, რომ მოძრაობა არ იქნება ერთ პიროვნებაზე დამოკიდებული.

"უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც,
თუმცა ეს მომავლის ამბავია. ამ დაჭაობებულ ქვეყანას სჭირდება ჭაობიდან ამოყვანა. ასე ცხოვრება არ შეიძლება, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რაღაც ძვირდება. როდესაც საკრებულოს საქმიანობაში ვიყავი აქტიურად ჩართული, საყოფაცხოვრებო ვითარებას ვერ ვადევნებდი თვალს, მაგრამ ეს ქვითრები იმდენი მოდის თვიდან თვემდე, რომ აშკარაა ცუდად მიდის საქმე. არ ვაპირებ ელისაშვილის ან ელისაშვილების პარტიის შექმნას, პირიქით, რაც არ მომწონს, არის ბელადების პარტიები, რამაც გამოალპო ჩვენი პოლიტიკური სისტემა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი მისი კონკურენტის და არჩეული მერის, კახა კალაძის საქმიანობას აფასებს და აცხადებს, რომ ის ქალაქში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პრობლემებს ვერ აგვარებს და მხოლოდ პიარით არის დაკავებული.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კულტურა უნდა დავამკვიდროთ - ყველა ახალარჩეულ ადამიანს არ შეიძლება მეორე დღეს ეძგერო და დაუწყო კრიტიკა, უნდა გამოაჩინოს თავი, რისი შნო ჰქონდა და არ ჰქონდა. 100 დღის თავზე შემიძლიათ გითხრათ, რომ სერიოზული არაფერი გაკეთებულა. მე რასაც ვუყურებ, არის გაშმაგებული პიარი, ასე მოვრეცხეთ, ისე მოვრეცხეთ". კარგია, მორეცხეთ, მაგრამ მთავარი გამოწვევების მოგვარების პირს მე ვერ ვხედავ. გავიხსენოთ ის, თუ რა არის მთავარი გამოწვევები, ამ ქალაქში არის შხამიანი ჰაერი, კატასტროფული მდგომარეობაა საცობების თვალსაზრისით, სატრანსპორტო მოძრობა ძალიან ცუდადაა ორგანიზებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაფრად ვარგა და მშენებლობები არის ქაოსში. კი, სამ თვესა და 100 დღეში ამ პრობლემებს ვერ გამოასწორებ, მაგრამ ტენდენციებს გამოსწორების მხრივ ვერ ვხედავ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა კახა კალაძის ერთ-ერთ ინიციატივას, რომლის მიხედვით, მერმა თქვა, რომ სატვირთო და დისტრიბუციის მანქანებმა განსზაღვრულ საათებში უნდა იმოძრაონ. ელისაშვილის აზრით, კალაძის ეს ინიციატივა ტრანსპორტთან დაკავშირებით ქალაქში არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს და ახალ მერს ტრანსპორტის კუთხით არსებულ მის გეგმას სთავაზობს.

"ასეთ რაღაცას ვეტყვი კახი კალაძეს, რაღაც ტილაობებით ნუ არის დაკავებული. ტრანსპორტთან და ზოგადად, დიდ პრობლემებთან დაკავშირებით, რითაც არის დაკავებული, არის ტილაობები. ჩემი გეგმა წაიღოს, უსინდისო ვიყო, თუ დავაყვედრო. ჩემს გარშემო იყვნენ გუნდში პროფესიონალები, მათ შორის, სატრანსპორტო თვალსაზრისითაც. იმ გეგმის გარეშე, რომელზეც მე ვლაპარაკობდი, გამორიცხულია საცობების მოწესრიგება", - აღნიშნა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, ალეკო ელისაშვილს პრეტენზიები გააჩნია კახა კალაძის გუნდთან დაკავშირებით. მისი თქმით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი ამ თანამდებობისთვის "ცუდი კადრია".

"ამ გუნდთან დაკავშირებით მაქვს ძალიან სერიოზული პრეტენზია, ყველაზე ცუდი რაც ხდება ეს არის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით. მე მორატორიუმი დავარღვიე 2 კვირის წინ და დავწერე, რომ თბილისის განვითარების გენერალური გეგმის დაძირვა ხდება. ძალიან ცუდი კანდიდატურა ჰყავს შერჩეული მთავარ არქიტექტორად. ჯერ ერთი, ეს კაცი პრეფესიით იურისტია, ვგულისხმობ ბოლოთაშვილს. ის არის ძალიან ცუდი კადრი, ის იყო მთავარი არქიტექტორის მოადგილე. მაშინ რომ ვერეფერი გააკეთა, ახლა რატომ გააკეთებს?!", - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, გადაცემაში ალეკო ელისაშვილი მასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მოსაზრებებსაც გამოეხმაურა. "ფეისბუქში" ვკითხულობდი, სად არის ელისაშვილი?! ფული აიღო და გაჩუმდაო. ახალი წელი იყო და ახალწლებზე ყველა რასაც აკეთებს, იმას ვაკეთებდი მეც, ახლობლებთან ურთიერთობით... რა თქმა უნდა, სისულელეა, რომ "ფული აიღო", ყველას ეს აქვს ტვინში", - აღნიშნა ელისაშვილმა.
You must have Flash Player installed in order to see this player.
07:45 / 15-01-2018
ალექს
2
ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფო სამოხელეო ბიუროკრატია შეიცავს იმავე ქვეყნის ეკონომიკაზე ზემოქმედების უარყოფითი რეაქციის საფრთხეს ,მითუმეტეს თუ სამოხელეო კორპუსი გაჯერებეულია პარტიული ელემენტით !

კარგ ქვეყნებში ამ რეაქციას ხალხსა და მმართველობას შორის განაწილებული

და გაწონასწორებული უფლებამოვალეობების სისტემა ანეიტრალებს !

ქვეყანა რომლის სამოხელეო ადმინისტრაციული არმია პარტოკრატიული ბიუროკრატიაა ისევე დაიშლება ,როგორც დაიშალა სსრკ და სოციალისტური ბანაკი !

ახლა ეს ცოტა მოვაქართულოთ ,ჩვენი წარსული ასეთია,პარტიის წევრი თუ არ იყავი,კარუზოც რომ ყოფილიყავი,არ გამღერებდნენ,ფორდი რომ ყოფილიყავი ქუთაისის მცირე გაბარიტიანი ტრაქტორების ქარხნის დარაჯადაც არ გამუშავებდნენ,არათუ კონვეირეული საამქროს მთავარ ინჟინრად,ახლა კი ქუთაისი გადატენილია უიდეო პარტიულებით !

მოგეხსენებათ კარუზო და ფორდი კომუნისტები არ იყვნენ,მაგრამ შეუდარებლები იყვნენ თავის უპარტიო ამპლუაში !

ჩვენ ახლა ვცდილობთ ნაცქოცმოქკავშირელი დროშიტარიაშვილები ვამღეროთ !?

ხომ სცადეთ,იმღერეს ?! ვერა ,მაგრამ ძალად გასმენინებენ საკუთარ ნაცოდვილარს ,ტაშსაც გაკვრევინებენ და ამ თეატრის ბილეთებს კი არა,უკვე აბონიმენტებს ძალად გტენიან ,თავადაც გეტენებიან ,ანუ იხვეჭენ სახელსა და სახრავს ძალით !

აბა ახლა თქვენ თავად სცადეთ,თუ გამოგივათ მრავალ ხმაში ,პოლიფონია !?

სახელმწიფო მართვის პოლიფონია დემოკრატიაა !

სადაც სახელმწიფოს სათავეში ძალად მომხვეჭელი პარტოკრატიაა და მოხელე პარტიულობით ფასდება და არა იმით თუ რა ბაგაჟი აქვს თავში და რა ნორმები გააჩნია სულში ,წინ ვერ წავა , უკან იარა იმათმა გვარმა და ჯილაგმა,ჩვენ რომ ეს სისტემა აგვკიდა 1921 წელს,1917 ? !

გამოეხმაურე / 0 /
07:09 / 15-01-2018
რამო მორანი პასუხად ალექსს
2
ბატონო ალექსი! ეტყობა ძალიან „მაგრად“ ერკვევით -ისტებსა და -იზმებში. ჭეშმარიტად „შესაშურია“. იდეოლოგიების ლაბირინთებში გზამკვლევის მანტიაც „მშვენივრად“ გაქვთ მოსხმული. პირდაპირ გხატავთ. არსებულისა და არარსებულის სიღრმეებსაც შეუდარებელი მახვილი მზერით გამსჭვალავთ. ოღონდ ერთი ორი რამის დაზუსტება მინდა. რამდენი ხანი გიცხოვრიათ შვეციაში ასე დაბეჯითებით რომ ამტკიცებთ, რომ იქ სოციალიზმია? საერთოდ წარმოდგენა თუ გაქვთ რა არის სოციალიზმი? შვეციის შედარება მსოფლიოს სხვა ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკურ მოწყობასთან მაინცდამაინც უპრიანი არ უნდა იყოს. მით უფრო საქართველოს უკიჟინო რატომ შვეციის გზით არ მიდიხარო, არა მგონია რისიმე სრული შესატყვისი იყოს.

ისე, მგონია სტალინური, თქვენებურად, „ბანაკური სოციალიზმი,“ იდეალური თუ არა გაცილებით ადამიანური იყო, ვიდრე თქვენი არაბანაკური საბაზრო ეკონომიკა, რომელმაც ადამიანებს წაართვა გარანტირებული დასაქმების, ჯანმრთელობის უფასოდ დაცვის, განათლების უფასოდ მიღების, დასვენების, ბინის უფასოდ მიღების შესაძლებლობა; გაამათხოვრა და ქუჩაში გაჰყარა. ამოუვალ ვალებში ჩაფლა მოსახლეობის 95 %; სათამაშო ბიზნესდამოკიდებული გახადა ახალგაზრდობის აბსოლუტური უმრავლესობა, რასაც შედეგად მოჰყვა გახშირებული თვითმკვლელობები; გაუსაძლისი ცხოვრების პირობების გამო თვითგადარჩენის ინსტიქტით ადამიანები გარბიან საზღვარგარეთ, რომ იქედან დააპურონ ოჯახები; ქვეყანა დადგა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე; თუ „ბანაკურ სოციალიზმს“ ავუმხედრდით, რაღაც უკეთეს გზას მაინც უნდა დავდგომოდით. „სტალინურმა ბანაკურმა სოციალიზმმა“ ადამიანი გაათავისუფლა ექსპლოატაციისაგან, ხოლო თქვენმა -იზმმა ის მონად აქცია. ასე რომ, შეეშვით სქოლასტიკას ანუ უსაგნო მსჯელობას, ასოკირკიტობას,მედავითნეობას და მიწაზე დაეშვით.

გამოეხმაურე / 1 /
11:12 / 15-01-2018
ალექს
1
1987 წლიდან მსხვილ საერთაშორისო ბიზნესში ვარ დაკავებული და კაპიტალისტური მსოფლიო მოვლილი იქამდე მქონდა ,სანამ ზოგიერთი ნაკომკავშირალი პარტოკრატი "ბიზმესმენი" დოლარს ნახავდა ,ამდენად სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკის შვეციასაც კარგად ვიცნობ და გადასახადების გადახდის კულტურასაც-როგორც სოციალიზმის უცილობელ წინაპირობას ,რასაც ვერ იტყვი მოქკავშირულ ნაცქოცეთზე ,მათ საგადასახადო კოდექსი კონსტიტუციასავით და საარჩევნო სისტემასავით აქვთ მორგებული !

კიდევ უკეთ ვიცნობ სტალინიზმს -არაა ეგ სოციალიზმი,ბინა უქრთამოდ უფასოდ ძალიან ცოტას თუ მიუღია,ავტომობილიც ურიგოდ,თანაც მათხოვრული ხელფასის ფონზე ,გარეუბნებში,ვაკეში ვის აძლევდნენ,სოლოლაკში ვისი სასახლეები აითვისა ჩეკამ ,რა იყო ჩეკა ,პარტიის ელიტა იყო და არა პოლიცია ? !

ასევე კარგად ვიცნობ საბაზრო ეკონომიკას და ჩვენთან მსგავსიც არაფერია,აქ სამოხელეო პარტოკრატიულ ოლიგარქიული "ცეხია ", "ეკონომიკა" ხმამაღალაა ნათქვამი !

დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია ,ესაა ფარსი !

ასეა !
მსგავსი სიახლეები
დედაქალაქის საკრებულომ მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო დაადგინა
+PHOTO| რაციონში მოიმატა ხორცის, თევზის და რძის პროდუქტებმა
მერიის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურს ირაკლი გვილავა
+VIDEO| "არა მხოლოდ ამ ობიექტის გახნსაზე ვიმყოფებოდი, არამედ მშენებლობის პროცესშიც რამდენჯერმე
თბილისის მერმა აღმაშენებლის გამზირის საახალწლოდ მორთვისთვის "საქართველოს ბანკს" მადლობა გადაუხადა
+VIDEO| თბილისის მერი მოსახლეობას სთხოვს, ახალი წლის განწყობის ასამაღლებლად შეძლებისდაგვარად მორთონ საკუთარი აივნები
"საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეხედეულებების გამო ხდებოდა მომღერლების არჩევა"
"მე მართლა მაქვს ამბიცია, რომ ჩემი დედაქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ამიტომ მიუღებელია განცხადებები გაკოტრებული პარტიის წარმომადგენლებისგან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49