კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:27 / 12-01-2018
ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის მერიის მიერ მუნიციპალიტეტში მოუგვარებელ პრობლემებს ასახელებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, "თიანეთის მერიის გულგრილობის და არაკომპეტენტურობის გამო, მე-11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია".

როგორც ქუცნაშვილი აცხადებს, 2 დაბის და 80 სოფლის მოსახლეობა იძულებულია თოვლში და სიცივეში ფეხით გადაადგილდებოდეს.

"ბოლო 4 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი თიანეთის მერიის გულგრილობის და არაკომპეტენტურობის გამო გაჩერდა. წარმოიდგინეთ, რომ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსების ან მეტროს სახით, თუნდაც ერთი დღე გაჩერდეს. ეს სრულ სატრანსპორტო კოლაფსს და ხალხის სრულიად სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევდა. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი უკვე მე-11 დღეა, რაც ეს მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანს ცნობის ასაღებად, იუსტიციის სახლის ოთხასამდე სერვისიდან რომელიმეს მისაღებად, უცხოეთიდან საბანკო ანგარიშზე გადმორიცხული დახმარების მოსახსნელად, კომუნალური გადასახადის გადასახდელად, წამლის თუ საკვების შესაძენად, სოფლის ექიმის ბავშვთან ან მისი ოჯახის სხვა წევრთან გასასინჯად მისასვლელად და ასევე, ბევრი სხვა ადამიანური საჭიროებისათვის, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სჭირდება", - წერს ქუცნაშვილი Facebook-ის გვერდზე.

მისი თქმით, აღმაშფოთებელია ასეთი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა, როდესაც ხელთ გაქვს ყველა საჭირო ფინანსური სახსარი და მარტივი პროცესის ორგანიზებას ვერ ახდენ.

"აღმაშფოთებელია როდესაც თავად გამთბარ კაბინეტში ზიხარ, ხოლო საკუთარი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინიტრაციულ ერთეულებში მომუშავე 30-მდე საჯარო მოსამსახურეს გაყინვისათვის სწირავ. თიანეთში მე-3 თვე დაიწყო, რაც დაბალი რგოლის თანამშრომლებს საშეშე მერქანს არ უგზავნიან. თიანელები წარსულში დაბრუნებას და მითუმეტეს, ასეთ დამო
კიდებულებას არ იმსახურებენ", - აცხადებს ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თავად თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის განმარტებით, შეშის მომარაგება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას "ქართული ოცნებიდან" ეს არ გაუკეთებია. მეჭიაურის თქმით, სატყეო სააგენტოს მერქნის გამოყოფაზე მიმართეს და პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.
09:55 / 13-01-2018
ადამი
0
კინკლაობას ,ღვარძლიანობას,შურს და ქართულ გაუტანლობას თავი დაანებეთ და ერთად სახელმწიფო საქმე აკეთეთ,სოფლებს მიხედეთ მალე ხვნა თესვა დაიწყება,თიანეთის სოფლები ჩამოიარეთ ყველამ და დაგეგმეთ სად რა არის გასაკეთებელი,ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუთესავი,რომ მხარე და ქვეყანა წინ წავიდეს.გეყოთ მხოლოდ ფულზე ბოდვა,ხალხზეც იფიქრეთ დღეში 2 საათი მაინც.
გამოეხმაურე / 0 /
14:23 / 12-01-2018
მთიული
2
ქუცნაშვილი ოცნებამ მას მერე მოისროლა სანაგვეზე,რაც მეჭიაურთან არჩევნებში დამარცხდა და სამარცხვინო კომენტარები აკეთა.ასე რომ ეხლა რამდენიც აღარ უნდა იხტუნაოს,მაინც აღარაფერი ეშველება.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ბიულეტენების დაკარგვის ამბავი მოიკითხოს თავის მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიებში
"თუ მიგაჩნია, რომ რადგან დეპუტატი ხარ ამის გამო ტრიბუნასთან უნდა მივარდე და
თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ რომ მასწავლიდნენ პარლამენტი სარკეაო
+VIDEO: "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49