კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:51 / 12-01-2018
პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის სამი წარმოშობით ქართველი მოხვდა
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს.

კერძოდ, პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის არიან: ბალეტის მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე, მომღერალი დიანა ღურწკაია, კარდიოქირურგი ლეო ბოკერია, ტელეწამყვანები ლეონიდ იაკუბოვიჩი და ალექსანდრე მასლიაკოვი, მომღერალი ლევ ლეშჩენკო და სხვები.

პუტინის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარის ელენა შმელევას განცხადებით, პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების რიცხვი 500-ს მიაღწევს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.

რაც შეეხება ტიტულის მფლობელებს, ლეო ბოკერია ცნობილი ექიმია, პროფესორი, კარდიოქირურგი. წარმოშობით ოჩამჩირელი ექიმი წლებია რუსეთში მოღვაწეობს და უნიკალურ ოპერაციებს აკეთებს. 77 წლის პროფესორმა საფუძვლიანად შეისწავლა ადამიანის ორგანიზმის ყველა თავისებურება და მას მის საქმიანობაში ყოველდღიურად იყენებს.

40 წლის დიანა ღურწკაია რუსეთში წლებია მოღვაწეობს. სოხუმში დაბადებული მომღერალი, დაბადებიდან უსინათლოა. მისი პირველი სასცენო გამოცდილება 10 წლის ასაკში თბილისის ფილარმონიაში შედგა, ირმა სოხაძესთან ერთად. 1995 წელს გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში "იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი". აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, ღურწკაია საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და წარმატებული კარიერა აიწყო.

ცნობილი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის 162-ე სკოლაში, ბახტრიონზე. 45 წლის ცისკარიძე მოსკოვის დიდი ბალეტის წამყვანი სოლისტი გახლდათ. რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რუსეთის სახალხი არტისტი 2003 წლის 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
15:18 / 15-01-2018
goreli2
1
კომენტარებს ვკითხულობ და ვერ ვხვდები,რატომა ვართ ასეთი საზიზღარი შურიანები, არ მესმის...-თითქოს ამ სამეულზე იყოს დამოკიდებული რუსეთის ყოფნა არ ყოფნა, და მის პრეზიდენტად პუტინის არჩევა...-რომელი საზიზღარი კომენტარის მჯღაბნელია მათზე უკეთესი,მათზე მეტი რა გააკეთეს..........

...ბატონ ლევან ბოკერიას ხელებს უკოცნიან პაციენტები,ლეგენდად იქცა თავის პროფესიაში......

...გაიხსენეთ,ჭაბუკიანის შემდეგ, ცისკარიძის გარდა, ვინ მიაღწია ასეთ დიდ წარმატებას ბალეტში საქართველოდან.......

...და ბოლოს:რამ გაგაბოროტად ისე, რომ ეს პატარა,ციცქნა გოგო,რომელმაც თავისი შრომით და შეუპოვრობით, მიუხედავად ბუნებრივი ნაკლისა, შექმნა მშვენიერი ოჯახი,ატკბობს თავისი წკრიალა ხმით მსმენელს(მე პირადად,ცრემლის გარეშე ვერ ვუყურებ და ვერ ვუსმენ) არ დაინდეთ........

პ.ს.ნაღდად მშურს სომხებისა:მსოფლიოში თუ ვინმეა ცნობილი, ცდილობენ,რომ მასში სომხური გენი მაინც "აღმოაჩინონ"..........-ჩვენ კი ჩვენსაც ხელსა ვკრავთ.........
გამოეხმაურე / 0 /
07:47 / 15-01-2018
ალექს
2
გააჩერეთ ნებისმიერი გამორჩეული და საქვეყნოდ გაპიარებული ნაცქოცმოქკავშირელი და მონათესავე სატელიტელი ,საკუთარი პარტიის წესდების და პროგრამის მოყოლა სთხოვეთ,ზეპირად კი არა ,ისიც კითხეთ ეგ პარტია როდის,რისგან და ვისგან შეიქმნა და თავად როდის შევიდა ან გადმოყვა სხვა პარტიას ,ადრე რომელ პარტი (ებ)აში იყო და იმ პარტიის წესედება თუ ახსოვს ან იდეოლოგია რა ქონდა ,მემარჯვენე,მემარცხენე ,ცენტრისტი!? ახლა საით გაურბით თვალი ,აბა კითხეთ ?

ცოტათი ხომ არ დაელამდნენ აქეთ იქით ფეთებით !?

როგორც მისი დაწერილი არაა ქართველი „ბიზმესმენის“ შპს-ს წესდება ,ისე არაა დაწერილი არცერთი ნაცქართუკრატიული პარტიის წესდება იმავე პარტიის წევრების მიერ,შაბლონია და ყველა ერთი ავტორისაა !

გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ძალიან ბევრი და თბილი ადამიანის გარემოცვაში, პირველად განვიბანე ძალიან ცივ წყალში
პუტინმა სააკაშვილი ნეგატიურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია
"როგორ ითმენთ ამას საერთოდ? ის ჯერ საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა კი ამტკიცებს, რომ უკრაინელია"
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია 7-17 დეკემბრის პერიოდიდან იწყება
აშშ-ს პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე შეხვედრა არ შედგება
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, თქვენი წონა ერთ ნიშნულზე შეინარჩუნოთ
პუტინმა უპასუხა, რომ დასმული კითხვა გულუბრყვილოა
ბიჭვინთაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის სამუშაო შეხვედრა დაიწყო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49