ანატოლი ბიბილოვი - ჩვენ უნდა გავზარდოთ "სამხრეთ ოსეთის" ცნობადობა, დავამყაროთ კონტაქტები

ანატოლი ბიბილოვი - ჩვენ უნდა გავზარდოთ "სამხრეთ ოსეთის" ცნობადობა, დავამყაროთ კონტაქტები

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ "საჭიროა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება".

"ჩვენ უნდა გავზარდოთ სამხრეთ ოსეთის ცნობადობა, დავამყაროთ კონტაქტები", - აღნიშნა მან.

ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა მისი ბალკანეთში "ვიზიტის" გამო.

"საქართველოს ელჩმა ოფიციალური პროტესტი გამოხატა. თბილისი სხვა სახელმწიფოებში ჩვენს ვიზიტებზე ნერვიულობით რეაგირებს, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია ყურადღებას არ ვაქცევთ საქართველოს მხრიდან განცხადებებს. თუ მათი მხრიდან უარყოფითი რეაქციაა, ესე იგი, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ", - განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი მილორად დოდიკი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში "დამოუკიდებლობის 10 წლისთავის ღონისძიებაზე" მიიწვია.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. "ვიზიტის" ფარგლებში ბიბილოვი სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."