რა ქონებას ფლობს პარლამენტის ერთ-ერთ უმდიდრესი დეპუტატი

რა ქონებას ფლობს პარლამენტის ერთ-ერთ უმდიდრესი დეპუტატი

პარლამენტის ერთ-ერთი წევრი, ნატო ჩხეიძე, გასულ წელს მილიონერ დეპუტატებს შორის დასახელდა.

კერძოდ, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" კვლევის შედეგად, ჩხეიძე პარლამენტში გამოვლენილ 41 მილიონერ დეპუტატს შორისაა და მისი დეკლარირებული ქონება 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

ცნობისთვის, ნატო ჩხეიძე "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლისა და ტელეკომპანია "იბერიას" მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის მეუღლეა.

2017 წლის 28 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს თბილისში მდებარე - 170,13 კვადრატული მეტრი ფართობისა და 428,30 კვ. მეტრის ბინებს, 40 კვ. მეტრის ავტოსადგომს, 29,52 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს, 602 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წყნეთში. მის საკუთრებაშია ასევე: გორის რაიონში მდებარე 9 376 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 35%-იანი წილი და 601 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი წყნეთში. მასვე ეკუთვნის 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების 158 ფერწერული ტილო.

რაც შეეხება ჩხეიძის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 32 000 ლარი, "ბანკი ქართუს" მიმდინარეზე -76 000 ლარი, ხოლო HSBC ბანკის მიმდინარეზე - 15 200 გირვანქა სტერლინი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 7 400 ლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მისმა გასავალმა გასულ წელს ჯამში 55 700 ლარი შეადგინა განაგრძეთ კითხვა