ვინ არის ქალი, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილედ დაინიშნა

ვინ არის ქალი, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილედ დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილედ ეკატერინე მიქაბაძე დაინიშნა. 44 წლის მიქაბაძე იქამდე ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ახალი მოადგილე ასევე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. გარდა ამისა, ის ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.

ეკატერინე მიქაბაძეს ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი იაპონიაში, ტოკიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში მიენიჭა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."