გაძვირებული უძრავი ქონება და "გაჭედილი" პროექტები - დეველოპერები ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ერთ წელს აფასებენ

გაძვირებული უძრავი ქონება და "გაჭედილი" პროექტები - დეველოპერები ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ერთ წელს აფასებენ

2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები" ამოქმედდა. მთავრობის 620 გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ.

თუმცა, რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ დეველოპერები მშენებლობის ნებართვების "გაჭედვასა" და უძრავი ქონების გაძვირებაზე საუბრობენ. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების თქმით, რეგლამენტის მიღება აუცილებელი და საჭირო იყო, თუმცა ყველა წესის ერთდროულად ამოქმედებამ ბაზარზე გარკვეული პრობლემები შექმნა.

როგორც გერმანული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ბაუსტარის" წარმომადგენელმა, მალხაზ სოლომნიშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ახალი რეგლამენტით თბილისში ჯერ მშენებლობა არ არის დასრულებული. მისივე თქმით, რეგლამენტი საკმაოდ რთული ენითაა დაწერილი და მისი გაგება ძნელია.

"დოკუმენტი რთულად არის დაწერილი და ვფიქრობ ბევრ არქიტექტორს ძალიან გაუჭირდება მისი გაგება. უფრო მარტივად და გასაგებად გაკეთებაც შეიძლებოდა, თუმცა, ალბათ გადათარგმნა უფრო მარტივი იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ძალიან მცირეა იმ ექსპერტთა რიცხვი, რომლებიც რეგლამენტში ერკვევიან და შესაბამისი დასკვნის გაკეთება შეუძლიათ. რაც

შეეხება ზოგადად ამ ტექნიკური რეგლამენტის საჭიროებას, მართალია საქმიანობა გაგვიძვირა, თუმცა ვფიქრობ, ამ დოკუმენტის მიღება საჭირო და აუცილებელი იყო. რაც შეეხება ფასებს, მაგალითად 50 კვადრატული მეტრის ბინა შესაძლოა, დაახლოებით 2000-3000 ლარით გაძვირდეს, მაგრამ თუ ამით 1 ადამიანის სიცოცხლე მაინც გადარჩება, ვფიქრობ, ეს თანხა არაფერია და ნამდვილად ღირს,"-აღნიშნა სოლომნიშვილმა.

მანვე მერიაში არსებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზეც ისაუბრა, რომელიც ბიზნესს ხელს უშლის. კერძოდ, როგორც სოლომნიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პროექტების შეთანხმება დროში უსაშველოდ ჭიანურდება და ამ მხრივ ძალიან მძიმე ვითარებაა.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."