გიორგი მარგველაშვილი - შეწყალება არის სხვა ადამიანის შეცოდების აქტი და ამ რეალობაში მე სააკაშვილის მიმართ მიჩნდება ემოცია?!

გიორგი მარგველაშვილი - შეწყალება არის სხვა ადამიანის შეცოდების აქტი და ამ რეალობაში მე სააკაშვილის მიმართ მიჩნდება ემოცია?!

"რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა და სასამართლო ვერ არკვევს საქმის ძირითად, სამართლებრივ არსს და საქართველოს პრეზიდენტი მათ შეცდომებს შეწყალებით ვერ გამოასწორებს. მარგველაშვილის განცხადებითვე, შეწყალება ემოციურ მიდგომებზეა დამოკიდებული, თუმცა, იმ სისტემის შემხედვარეს, რომელიც, მისი თქმით, სააკაშვილმა შექმნა და დღესაც წარმატებით მუშაობს, სააკაშვილის მიმართ ემოციები არ აქვს.

"რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?! პროკურატურას ვერ გაურკვევია, ბრალი როგორ უნდა წაუყენოს, როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებას, შეთქმულებასა თუ ქრთამს შორის და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეს და შეწყალებით გაასწოროს შეცდომები?!

შეწყალება არ არის, რომ სასამართლოს შეცდომების პრეზიდენტის მიერ გასწორება ხდება. შეწყალება არის წყალობა, სხვა ადამიანისთვის ანგარიშის გაწევა, სხვა ადამიანის შეცოდების აქტი და მე, დღეს, როდესაც ამ რეალობის წინაშე ვარ, სააკაშვილის მიმართ მიჩნდება ემოცია?!

სააკაშვილი, რომელმაც მთელი ეს სისტემა ააგო - პროკურატურა თავისი ტრადიციებით, სასამართლო თავსი ტრადიციებით, სააკაშვილმა ისე შექმნა, რომ საერთოდ არ დაინგრა, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ის, რაც მე მეგონა, რომ შეიცვლებოდა, პირიქით განმტკიცდა, დასტაბილურდა და მიშას ინტერესებს ემსახურებიან ალალ-მართლად.

სააკაშვილის სისტემამ მოკლა გირგვლიანი, მისმა სისტემამ დამალა დანაშაული, მისმა სისტემამ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სტრასბურგში... მე მქონდეს განცდა, რომ სააკაშვილია დაჩაგრული?! სააკაშვილის სისტემა ყვავის ამ შემთხვევაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."