ვინ იქნება "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი

ვინ იქნება "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი

მმართველ პარტიაში პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობიდან განიხილება. სახელმწიფო მეთაურის პოსტზე კვლავ საუბარია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, ასევე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესაძლო წარდგენაზე.

"ქართული ოცნების" დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე ღია კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. კულუარულად კი საუბრობენ, რომ არ არის გამორიცხული კვირიკაშვილმა ახლო მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს. ამასთან, მათი განმარტებით, პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები ჯერ მხოლოდ არაოფიციალური საუბრების დონეზე განიხილება და ოფიციალური კონსულტაციები ამ თემაზე არ დაწყებულა.

2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 6-წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას პრეზიდენტის არჩევაზე ამომრჩეველი მიიღებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."