დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"

დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"

მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება, სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია და ასწავლონ თუ როგორ უნდა ებრძოლონ აზიურ ფაროსანას საკუთარი ძალებით.

"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება. სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში. რადგან გრძელვადიანი პერიოდია, გავაკეთოთ სამობილიზაციო სამსახურივით, რომელიც იქნება ანაზღაურებადი და ამ მიმარულებით თანხა გამოვყოთ. ნუ გვრცხვენია, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად იყოს მოსავლის მოყვანაში ჩართული", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

წაიკითხეთ: რა განათლება აქვს დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს, რომლის ციტატამ გლეხზე ინტერნეტსივრცე აღაშფოთა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები