მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 22 იანვარს კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ, შესაძლოა, მას უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის უკანასკნელი ლეგალური საფუძვლები ჩამოართვას. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეარხ News One-ის ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ, 3 იანვარს, მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

"ისინი უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მე 30 დღე მქონდა. სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა არ მოისურვა მოცდა და მის სასარგებლოდვე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ სასამართლო ორშაბათს შედგეს და უკვე სამშაბათიდან მე უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საჭირო არც ერთი ლეგალური საბუთი არ მქონდეს", - აცხადებს სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში საჩივრის განხილვა 22 იანვარს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."