ნათია სონღულაშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე - მოლოდინის რეჟიმში ვართ

ნათია სონღულაშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე - მოლოდინის რეჟიმში ვართ

პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულება გადააგზავნა უკრაინაში, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა ნათია სონღულაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინული მხარისგან შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების გატარებას ელოდებიან.

„ბრალდების მხარემ საკმარისად მიიჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიგვაჩნია, რომ მის მიმართ საექსტრადიციო გადაწყვეტილების დადებითად მიღების საფუძველი გახდება. ვართ მოლოდინის რეჟიმში, რათა უკრაინის მხარემ გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები და დაველოდებით საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ, როგორც პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულებები გადავაგზავნეთ ამ გადაწყვეტილების მისაღებად სამართლებრივი საფუძვლების შესაქმნელად“, - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."