ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე

ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.

როგორც გამყრელიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

"მოგახსენებთ, რომ ეს განცხადება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ამიტომ დაუშვებელია ვინმემ იფიქროს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ან სხვა ვაქცინები რომელიც ქვეყანაშია, ხარისხთან ცუდ დამოკიდებულებაშია. ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ამაზე. დღეს ვინმემ დაკბენის შემდეგ თავის ახლობელი რომ არ მიიყვანოს ან თავად არ მივიდეს და არ აიცრას, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა - შეიძლება ამ ადამიანში მერე განვითარდეს ცოფი", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კაცობრიობას ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია არ მოუგონია.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯერჯერობით კაცობრიობას ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია არ მოუგონია. ბავშვების სიკვდილიანობა ყველგან მცირდება, მთელ მსოფლიოში, მაგალითად, 90-იან წლებში, ყოველწლიურად იღუპებოდა 5 წლამდე 12-14 მილიონი ბავშვი, დღეს დაახლოებით 5 მილიონამდეა ეს სიკვდილიანობა ჩამოსული. ეს ყველაფერი ძირითადად ვაქცინაციის დამსახურებაა. დღეს, ვაქცინაციის საშუალებით ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ბავშვის სიკვდილის პრევენცია ხდება იმ დაავადებებისგან, რომლებიც ემორჩილებიან ვაქცინებით მართვას. საქართველოს ვაქცინაციის კალენდარი დღეს იგივეა, რაც ევროკავშირის ქვეყნების კალენდარი. ჩვენ დღეს ვცრით 12 ინფექციის საწინააღმდეგოდ ბავშვებს", - განაცხადა გამყრელიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები